საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო საქართველო – ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს დინამო არენაზე გამართავს.

ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო საქართველო – ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება.

,,ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.

ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები