ბათუმში გაუჩინარებული გოგონას დედა წერილს აქვეყნებს

  ერთი წლის წინ გაუჩინარებული დარეჯან დიასამიძის დედა ლამზირა მახარაძე „ფეისბუქში“ იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც მისი შვილის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ.
„ხვალ, ჩემი შვილის დარეჯან დიასამიძის დაბადების დღეა. ვთხოვ უფალს, მოახდინოს სასწაული და ჩემი შვილი რამენაირად დამიბრუნოს. ვთხოვ იმ პიროვნებასაც, ვინც იცის ჩემი შვილის შესახებ რაიმე ინფორმაცია. საკმარისზე მეტი დრო გავიდა და გაბედონ და თქვან, ჩვენ ვიცით სად არის თქვენი გოგონაო. ძალიან გთხოვთ, ჩემი შვილი ძალიან მენატრება.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის დარეჯან დიასამიძე, 2013 წლის 7 აგვისტოს შემდეგ არ უნახავთ ახლობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები