თბილისში ავტომუზეუმი იხსნება

  26 ოქტომბერს თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნება. როგორც „კვირას“ თბილისის საავტომობილო მუზეუმში განუცხადეს, იდეა კერძო კოლექციონერს, ქართველი ბიზნესმენს გიორგი მამულაშვილს ეკუთვნის.
თავდაპირველად კოლექციაში წარმოდგენილი იქნება “ზილ-115”, “გაზ-014” , “გაზ-22”, “გაზ-12”, “ჟიგული 01”, “ჟიგული 03”, „ზაზ- 965“- ი, კიდევ რამდენიმე სახეობის მანქანა და 5 მოტოციკლი.
ამასთან, რესტავრაციას და მუზეუმში განთავსებას კიდევ რამდენიმე მანქანა ელოდება.
ავტომუზეუმის გახსნის ცერემონია 11 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველ შეეძლება. სამომავლოდ კი დამთვალიერებელს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს.
გახნის დღესვე საქართველოში კერძო საკუთრებაში არსებული ანტიკვარული მანქანებიც გამოფინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები