ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რეგიონს პრობლემები შეუქმნა

  ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რეგიონს პრობლემები შეუქმნა. სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობის წყალმა ჯებირები გაარღვია და ჩხოროწყუში შესასველი გზა დატბორა. როგორც ჩხოროწყუს გამგებელი აცხადებს, ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს.
მისივე თქმით, უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა სოფელ ნაფიჩხოუსა და მუხურსაც.
ადიდებულმა მდინარეებმა წააქციეს ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც – ლეწურწუმე, ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინეს ნაწილი და კირცხი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამ დროისთვის ჩხოროწყუში ისევ წვიმს, გამოდარებას დღის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები