ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს რაჭაში უმასპინძლა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციასთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს რაჭაში უმასპინძლა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში გახსნილი ახალი სასტუმროები, ტურისტულად საინტერესო ადგილები და კულტურული ძეგლები დაათვალიერეს.
მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ჯომარდობა, რაჭული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია. პრესტურის მიზანია რაჭის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა.