ცნობიერების ამაღლების კამპანია ტრეფიკინგთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ტრეფიკინგთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა – ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტში, საინფორმაციო მასალები გაავრცელეს – როგორც – საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მგზავრებს, მიაწოდეს ინფორმაცია ტრეფიკინგის, მისი პრევენციისა და თავდაცვის შესახებ. ასევე, გაუზიარეს, რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის, თუ ძალადობის მსხვერპლთათვის/დაზარალებულებისათვის.

ამავე კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს აჭარის, კახეთის, ოზურგეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის, ადმინისტრაციული ერთეულების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებთან. ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გადაუდებელი სასწრაფოს დახმარების, იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან, სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და პედაგოგებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები