მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად) წოდებული, უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. იგი გალილეაში დაიბადა.
წმინდა მოციქულმა უფლის სიტყვა ინდოეთში იქადაგა, სადაც უამრავი ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია და სასწაულები აღავლინა.
წმინდა თომა მოციქული ქალამიდიის მეფის მუზდის ბრძანებით შუბებით განგმირეს. მისი წმინდა თავის ქალა სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები