საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით,
პირდაპირ ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
მისივე თქმით, თემაზე დისკუსია უნდა დაიხუროს.
,,ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე, რომ ალბათ ამ თემაზე დისკუსია უნდა დაიხუროს”,- აღნიშნა შარმანაშვილმა.