ირაკლი ღარიბაშვილი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო. საღამოზე შესრულდა რიჰარდ შტრაუსის, რობერტ შუმანის, ედვარდ გრიგის ნაწარმოებები.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად ელისო ვირსალაძესთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ელისო ვირსალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები