“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ” – პაპუაშვილი

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა – კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს – “რუსეთუმე”, “პრორუსული”, “რუსული ჩარევა”.

თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის “ლიბერალმა ზაზებმა” ამხილეს”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები