რატი იონათამიშვილი: ჩვენ ოპოზიციაში სრულიად გაკოტრებული ადამიანების ჯგუფი გვყავს
„ჩვენ გვყავს ძალიან შეშინებული და არათანმიმდევრული ოპოზიცია, რომელსაც როგორც ჩანს, ყველაფრის ეშინია. ეშინიათ არჩევნებში შესვლის, ეშინიათ არჩევნებში არ შესვლის, „- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს გამოწვეულია იმისგან, რომ ეს არის სრულიად გაკოტრებული ადამიანების ჯგუფი და მეორეს მხრივ, დაბნეულები არიან უკვე მათი დავალებების მიმცემების მხრიდანაც. იმათაც არ იციან ბოლომდე როგორი ტაქტიკა შეიმუშაონ და რა დავალება მისცენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ ნებისმიერი ის დესტრუქციული სცენარი, რაც მათ ინტერესში არის, არის განუხორციელებელი. ძალიან კარგი – რაც უფრო დაიბნევა და რაც უფრო განადგურებული იქნება რადიკალური ოპოზიცია, მით უკეთესი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, 27 ივლისს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება.