ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მიხეილ ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, უმნიშვნელოვანესი იყო. ყველა სასპეკულაციო ველი უნდა დავუკეტოთ როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაცა ლიდერი ვერ იღებს სრულფასოვნად არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, ის შედეგი, რაც დადგება (კარგად იციან, რამხელა ანგარიშითაც დამარცხდებიან), დააბრალონ იმას, რომ კონკრეტული ლიდერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 27 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე კვლავ ძალაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები