“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა” – ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

“იცით თქვენ, რომ 56%-ზე მეტია, რატომ? იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უწყიან, რომ დიახ, გამოწვევების ფონზე, პოლიტიკას, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს, არის მშვიდობის პოლიტიკა, ქვეყნის განვითარებაზე აქცენტირებული პოლიტიკა, ეკონომიკის განვითარებაზე, შესაბამისად, არანაირი შანტაჟი, მუქარა, რომელიც მოდის გარკვეული ბიუროკრატიისგან, ევროპის თუ სხვა ქვეყნებისგან, ჩვენ ვერ შეგვაშინებს.

ხოლო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს რაც ჰქონდათ, ისიც დაკლებული აქვთ. 10% ერთს, 10% მეორე “ლელოს” და ხაბეს პარტია კიდევ 7%-მდე დავიდა. იმიტომ, რომ როდესაც ხარ უსამშობლოთა მხარდამჭერი; როდესაც ხარ მომლოდინე, რომ დირექტივები მიიღო, უცხო ქვეყნის დაკვეთას როცა ასრულებ, როცა ცალ ფეხზე დგახარ და არ გაინტერესებს შენი მოქალაქეების აზრი, არ ხვდები მათ, არც ის გაინტერესებს, რომ ქართული, შენი ისტორია, კულტურა დაიცვა და ბოლომდე გაიტანო, იამაყო ამით, ამას როცა არ აკეთებ, ბუნებრივია, მხარდაჭერაც საზოგადოებაში ადეკვატური გექნება”, – თქვა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები