ალექსი პეტრიაშვილი ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

   მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტს ჰანდე ოზსან ბოზატლის შეხვდა.
შეხვედრაზე ერთობლივი რეგიონალური პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა, ასევე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მხრივ რეგიონში არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს.
AER რეგიონალური ხელისუფლების უდიდესი, დამოუკიდებელი ქსელია გაფართოებულ ევროპაში, რომელიც 35 რეგიონსა და 15 რეგიონთაშორის ორგანიზაციას აერთიანებს. ასალმბლეა 1985 წელს დაარსდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმს წარმოადგენს და რეგიონალური ინტერესების ევროპულ დონეზე ლობირების ძლიერი საშუალებაა.
ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წამყვან ფიგურებთან თანამშრომლობისა და წევრი რეგიონებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდების საფუძველზე ასამბლეას სურს წარმოაჩინოს რეგიონალური ინტერესები ევროპულ დონეზე, რათა რეგიონებმა შეძლონ გავლენა მოახდინონ ევროპის პოლიტიკის ფორმირების პროცესში.a

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები