იპოთეკით დაზარებულებმა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს
იპოთეკით დაზარალებულმა პირებმა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების მიღებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.
რამდენიმეწუთიანი აქციის შემდეგ სამართალდამცველებმა ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა აღადგინეს.
იპოთეკარებმა აქცია გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთანაც. იპოთეკური დავალიანების მქონე ამირან მანჯგალაძემ დეპუტატებს გამოსახლების შეჩერება სთხოვა.
იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იპოთეკარები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.