ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ესტუმრნენ

   ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ესტუმრნენ და დამწყებ სპორტსმენებს შეხვდნენ. წყალბურთელებმა მოზარდებს გამოცდილება გაუზიარეს. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრები სისტემატიურად მიმდინარეობს.
წყალბურთელებთან შეხვედრას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად წეროვანში კომპოაქტურად ჩასახლებული ბავშვები და ბენეფიციარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„შეხვედრას ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბავშვები, ახალგაზრდები, წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული პირები, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ იყვნენ დაკავებულები სპორტით. ჩვენ აგრეთვე ამ ბავშვებზე გვაქვს უფლება აღებული, მუდმივად ვატაროთ შეხვედრებზე, ღონისძიებებზე, რომელიც სპორტის სამყაროში მუდმივად ხდება“, – აღნიშნა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები