გია აბაშიძე: საპატრიარქოს განცხადებამ ბრიუსელის უმსგავსო ულტიმატუმზე, რომ ან უღირსება და ანტიეროვნული ღირებულებები ან უვიზოდ ევროპაში, უნდა დააფიქროს ოპოზიციურად განწყობილი მორწმუნეებიც – ყველა კონფესიაში აქსიომაა, რომ სულიერი საგანძურისა და ტრადიციების დათმობა დროებითი სიკეთეების სანაცვლოდ, კატეგორიულად მიუღებელია
“საპატრიარქოს განცხადებამ ბრიუსელის უმსგავსო ულტიმატუმზე, რომ ან უღირსობა და ანტიეროვნული ღირებულებები ან უვიზოდ ევროპაში, უნდა დააფიქროს ოპოზიციურად განწყობილი მორწმუნეებიც. ყველა კონფესიაში შეუვალი აქსიომაა, რომ სულიერი საგანძურის, ტრადიციებისა და ფასეულობების დათმობა მატერიალური, დროებითი სიკეთეების სანაცვლოდ, კატეგორიულად მიუღებელია”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიძე მიმართავს ევროკრატებს, რომ “ ნუ აიძულებთ საქართველოს საპატრიარქოს გამოამზეუროს ის კორესპონდენცია, სადაც აწ უკვე ცრუ დაპირებები გაისმოდა, რომ არ იქნებოდა მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ქართული ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა”.
“საპატრიარქოს განცხადებამ ბრიუსელის უმსგავსო ულტიმატუმზე, რომ ან უღირსობა და ანტიეროვნული ღირებულებები ან უვიზოდ ევროპაში, უნდა დააფიქროს ოპოზიციურად განწყობილი მორწმუნეებიც. ყველა კონფესიაში შეუვალი აქსიომაა, რომ სულიერი საგანძურის, ტრადიციებისა და ფასეულობების დათმობა მატერიალური, დროებითი სიკეთეების სანაცვლოდ, კატეგორიულად მიუღებელია.
მჩხავანა “ნაცბაბლის” ანტიქართველობა და ანტიეკლესიურობა არანაირად ასახავს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების საზოგადოების განწყობებს. არსებობს ის სქელი წითელი ხაზი, რომელსაც შეგნებული თანამემამულეების აბსოლუტური უმრავლესობა არასდროს გადაკვეთს.
საქართველოს დედა ეკლესიამ ხაზგასმით კვლავ აღნიშნა: “ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როდესაც თავსმოხვეული არ იქნებოდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლება, როგორიც არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ყოველივე ამის ფონზე ევროპელთა ამჟამინდელ რეკომენდაციებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს ლგბტ პროპაგანდისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, დიდ გაწბილებას იწვევს, სრულად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ღვთის სწავლებებსა და ქრისტიანობის საფუძვლებს, არამედ იმ ზეპირსიტყვიერ და წერილობით დაპირებებსაც, რომლებიც წარსულში არაერთგზის დაფიქსირდა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისას”.
ევროკრატებო, ნუ აიძულებთ საქართველოს საპატრიარქოს გამოამზეუროს ის კორესპონდენცია, სადაც აწ უკვე ცრუ დაპირებები გაისმოდა, რომ არ იქნებოდა მოთხოვნა და რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ქართული ტრადიციების საპირისპირო იქნებოდა,”- წერს აბაშიძე.