ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ზღვა ინფორმაციას ფლობს, სჯერა „Deep State”-ის არსებობის, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს, რომელსაც ასევე უზარმაზარ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, სჯერა, რომ Deep State არათუ არსებობს, მოქმედებს და ცუდ რაღაცებსაც სჩადის, მათ შორის არასასურველი პირებისთვის პრორუსულობის დაბრალება

„აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ზღვა ინფორმაციას ფლობს, სჯერა „Deep State” არსებობის, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს, რომელსაც ასევე უზარმაზარ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, სჯერა, რომ Deep State არათუ არსებობს, მოქმედებს და ცუდ რაღაცებსაც სჩადის, მათ შორის არასასურველ პირებისთვის პრორუსულობის დაბრალება“ -ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსული იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში“.

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოში, ცნობილ შემადგენლობაში, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყების ჩამორიგებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, რატომღაც არ სჯერათ “Deep State.” თუმცა, გჯერათ ვინმეს ამის? ძალიან კარგადაც სჯერათ. თავიანთ კურატორებს “Deep State”-დან გვარ-სახელებით იცნობენ და მუდმივ კავშირზე არიან. ეგაა რომ მასშტაბებია განსხვავებული – ჩვენ ჩვენი მიკრო “Deep State” გვყავს.

„აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ზღვა ინფორმაციას ფლობს, სჯერა „Deep State” არსებობის, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს ტულსი გაბარდს, რომელსაც ასევე უზარმაზარ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, სჯერა, რომ Deep State არათუ არსებობს, მოქმედებს და ცუდ რაღაცებსაც სჩადის, მათ შორის არასასურველ პირებისთვის პრორუსულობის დაბრალება.
აი საქართველოში, ცნობილ შემადგენლობაში, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყების ჩამორიგებით, მარჯვნივ თუ მარცხნივ, რატომღაც არ სჯერათ “Deep State.” თუმცა, გჯერათ ვინმეს ამის? ძალიან კარგადაც სჯერათ. თავიანთ კურატორებს “Deep State”-დან გვარ-სახელებით იცნობენ და მუდმივ კავშირზე არიან. ეგაა რომ მასშტაბებია განსხვავებული – ჩვენ ჩვენი მიკრო “Deep State” გვყავს. „ – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები