თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციაზე: 10 არჩევნები წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს თურმე

“ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ წერს, რომ “ის, რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და ამ კრიზისი გამო, მათ დაიწყეს ერთმანეთის “ჭამა”, ეს არის სისუსტის ნიშანი”.

როგორც შარმანაშვილი მათზე წერს, “ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”.

“მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. 10 არჩევნები წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ ( ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდათ) და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს თურმე. ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს- მოღალატე, ბ..ი….მართლა ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები