ანჯაფარიძე – დღევანდელ აქციაზე: საზოგადოებამ კვლავ იხილა გაბოროტებული რევანშისტული სახეები, თუმცა, ვერ იხილა რაიმე პოზიტიური ალტერნატივა
“დღევანდელ უბადრუკ აქციაში, რა თქმა უნდა , ფული დაიხარჯა, ისევე როგორც რუსთაველზე ე.წ. “უწყვეტ აქციებში” იხარჯება ფული. ხალხი ხვდება ამას და ეს პირდაპირ აისახება მსგავსი აქციების მონაწილეთა ოდენობაზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის ამბობს, არც დღევანდელი აქცია იყო ამ კუთხით გამონაკლისი.
“საზოგადოებამ კვლავ იხილა გაბოროტებული რევანშისტული სახეები, თუმცა, ვერ იხილა რაიმე პოზიტიური ალტერნატივა. პირიქით, ეს “ალტერნატივა” დღეს კიდევ უფრო მძიმე და მახინჯი ფორმით გამოჩნდა”, – წერს ანჯაფარიძე.