ნიკოლოზ მეტრეველი: უკრაინელებივით ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია – საქართველოს სიყვარული ე.წ. ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „უკრაინელებივით ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია“.

მისივე თქმით, საქართველოს სიყვარული ე.წ. ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება.

„გავიმეორებ: უკრაინელებივით ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც უყვარს საკუთარი ოჯახი და სამშობლო, სრულიად იაზრებს ამ მარტივ ჭეშმარიტებას. საქართველოს სიყვარული ე.წ. ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება.“- წერს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები