მერაბიშვილს 5-წლიანი პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი ჯარიმა შეეფარდა
რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილი რამდენიმე მუხლით ცნეს დამნაშავედ, თუმცა მათ შორის უმკაცრესი სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო, შესაბამისად, ყოფილ პრემიერს საბოლოო სასჯელად 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, მას საბოლოო სასჯელად 50 000 ლარის ჯარიმის სახით გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს 5-დღიანი ვადა დასჭირდა. 12 თებერვალს მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მოსაფიქრებელი დრო ითხოვა. პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს თანხის მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.