ბათუმში 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

  გუშინ ბათუმში 3 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. როგორც „კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, საღამოს 10 საათის შემდეგ 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.
თურმანიძის თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ღორჯომში ერთი სახლი დაიტბორა. ასევე ძლირმა წვიმამ პრობლემები ქედაში, შუახევსა და ხულოში შექმნა. მისივე თქმით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„გუშინ სამ ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. დღეს 10 საათის შემდეგ 4 ბალამდე შტორმი იქნება. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ადგილას შექმნა პრობლემები, ჩვენ ჩავატარეთ სამაშველო ღონისძიები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები