ირაკლი ნადარეიშვილი: Etihad Airways – ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის და ბიზნეს კავშირების განვითარებას

საქართველოს ავიაბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანიის Etihad Airways – ის შემოსვლას დადებითად აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

მისი თქმით, ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში გაზრდის, ასევე პოზიტიურად აისახება ორმხრივ საქმიან კავშირებზე.

„ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს საჰაერო დაკავშირებადობის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ყურის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი ფრენებით დაკავშირება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ტურიზმისა და ბიზნეს კავშირების განვითარებისთვის. ამ მხრივ, ძალზე სასიხარულოა, რომ საამიროების უმსხვილესმა ავიაკომპანიამ გააკეთა პირველადი განაცხადი იმის შესახებ, რომ 2026 წლის მარტიდან დაიწყებს რეგულარულ ფრენებს თბილისსა და აბუ – დაბის შესახებ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, წლევანდელი წელი რეკორდულია როგორც მგზართნაკადის, ისე განხორციელებული ფრენების სიხშირეების თვალსაზრისით.

გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები