დიმიტრი სამხარაძე: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება

ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე წერს სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძის თქმით, „დიფ სთეითის“ გეგმები არ შეცვლილა, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში კვლავ მეორე ფრონტის გახსნაა.

„ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება! “დიფ სთეითის” გეგმები არ შეცვლილა, ევროპას დააწვა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, მაგათი მონა პოლიტიკოსების ზეწოლა საქართველოზე, ზუსტად მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული! 7 რეზოლუცია რამდენიმე დღეში! არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ საფრთხეს ვერ იაზრებს! არიან სამწუხაროდ ისეთებიც, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ, ემსახურებიან „დიფ სთეითის” მონა ჩინოვნიკებს, შეგნებულად ცდილობენ საქართველოში არეულობის გამოწვევას და თან საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ!!
ერთად ვერავინ მოგვერევა!!
საქართველოს ვერ დააჩოქებენ!“-წერს სამხარაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები