ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობით პარტიულ სხეულს შეინარჩუნებენ, რაც „ნაციონალების“ გაღიზიანებას იწვევს

„ოპოზიცია ბრმად რომ გაჰყვა და მორჩილებაშია გარე ძალებთან, უმძიმეს მდგომარეობამდე ამიტომ მივიდნენ. მათ ჩვენც ასე რომ გავყოლოდით, საქართველო ისეთ სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა, როგორშიც ოპოზიცია იმყოფება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, ორ ნაწილად გაყვეს, რომ ქუჩის ფრთაც და არჩევნების მხარეც დაკავებული ჰქონოდათ, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი ოპოზიციის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს.

„შეიძლება, ორ ნაწილად გაყვეს, რომ ქუჩის ფრთაც და არჩევნების მხარეც დაკავებული ჰქონოდათ, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი ოპოზიციის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს. შიდა ოპოზიციური ეგოიზმი და დაპირისპირება არსად ქრება, თანმდევი პროცესია გარე დავალებების მიუხედავად. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ გრძნობს, რომ მისი მნიშვნელობა დაბლა და დაბლა ჩადის, ამიტომ, წინააღმდეგი არიან, რომ „ლელო“ – გახარიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამით ისინი რაღაც წარმომადგენლობას შექმნიან და პარტიულ სხეულს შეინარჩუნებენ, რაც „ნაციონალების“ დიდ გაღიზიანებას იწვევს. საბოლოო ჯამში, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები