რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: არჩევნებში თითოეული რადიკალური ჯგუფისთვის შედეგი ერთნაირად გამანადგურებელი იქნება

„არჩევნებში თითოეული რადიკალური ჯგუფისთვის შედეგი ერთნაირად გამანადგურებელი იქნება,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ემსახურება ძალებს, რომლებიც საქართველოსადმი მტრულად არიან განწყობილები.

„უნდოდათ, რომ სიძულვილი, განხეთქილება და არეულობა დაეთესათ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ყველაფერს იღებენ საკუთარ რიგებში, რაც დამსახურებულია. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია თვითმმართველობის არჩევნები მათთვის არის უმძიმესი, ვინაიდან მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, შედეგი იქნება ერთნაირად გამანადგურებელი თითოეული რადიკალური ჯგუფისთვის. ისინი არ არიან ქვეყნის ინტერესების მსახურები, ისინი არიან იმ ძალების ინტერესების სამსახურში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული განწყობა აქვთ“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები