წილოსანი – მოლდოვაზე: ქვეყანა, რომელსაც ისინი ტაშს უკრავენ და წაახალისებენ თავის პოლიტიკაში, ეკონომიკური რეცესიის პროცესშია – ჩვენ ამ შექებას ვარჩიეთ ქვეყნის კეთილდღეობა, რომელიც ასახულია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში
„ქვეყანა, რომელსაც ისინი ტაშს უკრავენ და წაახალისებენ თავის პოლიტიკაში, ვგულისხმობ მოლდოვას, ეკონომიკური რეცესიის პროცესშია. ამის პარალელურად, ცარიელი სიტყვებით უნდა გამოიკვებოს თურმე, მოლდაველი ხალხი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შექებას ვარჩიეთ ქვეყნის კეთილდღეობა, რომელიც ასახულია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყანაა თავისი ეკონომიკური წინსვლის ტემპებით, თამამად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომლის წინააღმდეგ ძალიან დიდი გარე პროცესები იყო მობილიზებული, გაამართლა და ამან კონკრეტული შედეგი მისცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს,“, – ამბობს წილოსანი.