ლევან მაჭავარიანი: მოლდოვაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები – ყველა კრიტერიუმით, ჩვენ ვართ გაცილებით წინ
“ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, იგივე კანდიდატის სტატუსის საკითხი, როდესაც მოლდოვას მიანიჭეს და ჩვენ დაგვჩაგრეს. მაშინ უკვე ყველაფერი შავით თეთრზე იყო დაწერილი, თუ რამხელა უსამართლობასთან გვქონდა საქმე, როდესაც ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმის მიხედვით, ჩვენ ვუსწრებდით მოლდოვას,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
“შეგახსენებთ, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. მოლდოვაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური მედია საშუალება, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და ა.შ. ყველა კრიტერიუმით, ჩვენ ვართ გაცილებით წინ, ვიდრე მოლდოვა, იგივე კორუფციის სიმცირით. ფაქტობრივად, იხრჩობა ქვეყანა კორუფციაში და ა.შ. როდესაც ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ორმაგ და ასმაგ სტანდარტზე პირდაპირ მეტყველებს და მიუთითებს,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას. ბოლო მონაცემებით, მოლდოვაში გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 0,1 პროცენტი შეადგინა, ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 34 პროცენტს გაუტოლდა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ ბოლო ოთხ წელში საქართველოს ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 11 მილიარდ დოლარზე მეტია.