რუსთავქალაქობა დაიწყო

  დღეს რუსთავქალაქობაა. დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისის მოედნიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე სპორტული მარათონით დაიწყება. საზეიმო ღონისძიებები დღეს ათ საათზე დაიწყო და ხვალამდე გაგრძელდება.
წიგნების გამოფენა-გაყიდვა და რუსთაველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ცენტრალურ მოედანზე დღეს მოეწყობა. მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის“ ფესტივალი კოსტავას გამზირზე გაიმართება. ფლეშმობები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე თორმეტ საათზეა დაგეგმილი. ბავშვებისათვის საცირკო სანახაობა და სხვადასხვა გასართობი შოუ-პროგრამა მოეწყობა. ფოლკლორული მუსიკის კონცერტი 17:00 საათზე გაიმართება. როკ მუსიკის კონცერტს, მოგვიანებით, ჯგუფი „ბერმუხა“ გამართავს. რუსთავქალაქობის პირველ დღეს კი ანსამბლები „ჩაკრულო“ და „რუსთავი“ დაასრულებენ.
რუსთავქალაქობის მეორე დღე ათ საათზე „შემოდგომის ფესტივალით“ გაიხსნება. საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და რუსთავის დამეგობრებული ქალაქების ფოლკლორს რუსთავის საჯარო სკოლები წარმოადგენენ. ასევე იქნება საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონია. ანსამბლების „მეტეხისა“ და „მგზავრების“ კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
რუსთავქალაქობის დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდება.
რუსთავქალაქობის დღესასწაულს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები