თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზედაც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„განა ვერ შედგა შეთანხმება, არ შედგა. ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა. ისინი ხვდებიან, რომ ასეთი ტიპის ჩაჭრა ურთიერთობების საქართველოსთან თვითონ ევროპის ინტერესებშიც არ შედის. ყველა ნაბიჯზე და ყველა ჩვენს მიღწევას ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, რაც არის ყველაზე გულდასაწყვეტი“, – აცხადებს შარმანაშვილი.