“ვისურვებდით, რომ ბატონი ელისაშვილი იყოს [მერობის] კანდიდატი, ვინაიდან მას ნულოვანი რეიტინგი გააჩნია ქალაქში” – მაჭავარიანი

“ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში, ბატონ ხაზარაძეს ბრალდებებს უყენებდა და ამის შემდეგ აღმოჩნდა მის პარტიაში, არც გახარიას არ ამკობდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, პოზიტიური სიტყვებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ლელოს” და გახარიას პარტიის, თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება.

“არ ვიცი, რამდენად რეალური იქნება მისი კანდიდატობა, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ბატონი ელისაშვილი იყოს კანდიდატი, ვინაიდან მას ნულოვანი რეიტინგი გააჩნია ქალაქში.

“ქართული ოცნება” მზად ვართ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის, 64-ვე მუნიციპალიტეტში, ძალიან დიდი ანგარიშით, დავამარცხებთ, როგორც მერის, ისევე საკრებულოს არჩევნებში “, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები