დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონში არსებული შუქნიშნების ნაწილი დროებით გამორთულია

დღეს ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი, შედეგად, დიღმის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნების ნაწილი გამორთულია. ელექტროენერგიის აღდგენასთან ერთად შუქნიშნები ეტაპობრივად ჩაირთვება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო, შეფერხება იყო მეტროპოლიტენში. ამ ეტაპზე ყველა მეტროსადგური დაუბრკოლებლად ემსახურება მგზავრებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები