ისრაელმა სირიის სამთავრობო ძალებზე იერიში მიიტანა
ისრაელის განცხადებით, მან სუვეიდას მახლობლად სირიის სამთავრობო ძალები დაბომბა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
დრუზების შეიარაღებულ ძალებსა და ბედუინთა ტომებს შორის ორდღიანი სასიკვდილო შეტაკებების შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა.
დღეს სირიის თავდაცვის მინისტრმა სუვეიდაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა და განაცხადა, რომ ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან უსაფრთხოების ძალების იქ განლაგების შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სუვეიდას რეგიონში იერიშის ბრძანება გასცა, რადგან სირიის მთავრობას სამთავრობო ძალების გამოყენება დრუზების წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაუშვებს დრუზებისთვის ზიანის მიყენებას სირიაში, რადგან ისრაელთან და გოლანის მაღლობებზე მცხოვრებ დრუზებთან მათ მჭიდრო კავშირი აქვთ.