რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთს უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად 50 დღეს აძლევს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა გავიგოთ, რა დგას ტრამპის მიერ 50 დღეზე გაკეთებული განცხადების უკან. ადრე ყოფილა 24 საათი, 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჭეშმარიტად გვსურს გავიგოთ, რით ხელმძღვანელობს აშშ-ის პრეზიდენტი”,- განაცხადა ლავროვმა.