2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 933.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 12,7 %-ით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველ ექვს თვეში, ექსპორტის მაჩვენებელი 14%-მდე, იმპორტი კი 12%-ით გაიზარდა.