კირცხალია – გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე: ეს ყველაფერი იმ დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპლომატიური კორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან მოდის დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში

“ეს ყველაფერი იმ დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპლომატიური კორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან მოდის დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გახარიასა და ხაზარაძის პარტიების მიერ არჩევნებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური, დროებითი ფანჩატურები, გაერთიანებები და ა.შ. შევხედოთ, ჩემი პირადი აზრია, რომ რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მოვუწოდებ მათივე პატრონებს, რომ ნუ წვალობენ, ნუ იღლიან თავს ამ დივერსიფიცირებით და სხვადასხვა სცენარებით ჩვენი საზოგადოების მოტყუებით თავს. ჩვენი საზოგადოება არ მოტყუვდება. რა დაკვეთა და დამოკიდებულება აქვს ჩვენს საზოგადოებას ქვეყანაში და რა დამოკიდებულება აქვს აგენტურულ ქსელთან და ასეთ უხეშ ჩარევასთან გარე ძალების მხრიდან, ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება 4 ოქტომბერს, არჩევნებზე, რა პასუხს მიიღებს დაყოფილ-შეკოწიწებული და გადაღებილ-გადაბრენდილი „ნაცმოძრაობა““, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა არჩევნებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები