“ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება” – ვახტანგ ჩოჩია

“ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ემსახურება, ერთი მხრივ, საქართველოში დეზინფორმაციის მეორე მხრივ კი ძალადობის წახალისებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ 18 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მიზანი მარტივი და ნათელია, ისინი ცდილობენ ყველანაირ ფასად მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია. ვხედავთ, მათ მიერ არსებულ მზაობას, რომ ყველანაირი ფორმით ჩაშალონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შემოიტანონ დესტრუქცია”, – განაცხადა ჩოჩიამ.

საქართველოსთან დაკავშირებით 18 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები