“როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა ჩაწერა, რომ არჩევნები იყო საუკეთესოდ ორგანიზებული და  ხელისუფლებად მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი მიუღებელი გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის” – იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, არანაირი ფასი არ ჰქონდა და ამ მისიის ხელმძღვანელებს ბულინგით და სიძულვილის ენითაც კი ამკობდნენ. ახლა ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც არის თვითმმართველობის არჩევნებზე.

როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა, თუნდაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩაწერა, რომ ეს არჩევნები იყო საუკეთესოდ ორგანიზებული და ასევე ხელისუფლებად მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი მიუღებელი გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის. სწორედ ამიტომ, რომ მათთვის მოსაწონი ტექსტები არ ეწერა ამ ანგარიშში, დაიწყეს მისი ლანძღვა, ის ყველაფერი გვახსოვს. პირდაპირი ეთერიდანაც კი გაიყვანეს მაშინ, როდესაც ამ პირების მხრიდან ანგარიში კეთდებოდა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები