დავით მათიკაშვილი – საბა ჯიქიას საქმეზე: პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტყუილებით ცდილობენ იმ პირთა მართლებას, ვინც ძალმომრეობას ეწეოდა აქციის დროს
„პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტყუილებით ცდილობენ იმ პირთა მართლებას, ვინც ძალმომრეობას ეწეოდა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციის დროს,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, საბა ჯიქიას საქმეზე და მასში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
„რატომ კადრულობენ მტკნარ სიცრუეს? კადრულობენ აბსოლუტურად ყველაფერს, ახდენენ ზეწოლას მედიაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტყუილებით ცდილობენ თავის ან იმ პირთა მართლებას, ვინც ძალმომრეობას ეწეოდა საქართველოში, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციის დროს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნით, პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი, სადაც საბა ჯიქია ფიგურირებს ავთენტიკურია.