“რასა იუკნევიჩიენეს, როგორც კარგი საბჭოური გამოცდილების მქონე ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, რომ აბსოლუტური ტყუილები ისე ილაპარაკოს, რომ წარბიც არ შეუტოკდეს” – გორდულაძე

“რასა იუკნევიჩიენეს, როგორც კარგი საბჭოური გამოცდილების მქონე ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, რომ აბსოლუტური ტყუილები ისე ილაპარაკოს, რომ წარბიც არ შეუტოკდეს – საერთოდ, ჩალის ფასიც კი არ აქვს იმ რეზოლუციას, რომლის დაწერაშიც ის იღებდა მონაწილეობას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად დაფუძნებულია ტყუილებზე.

„რასა იუკნევიჩიენეს, როგორც კარგი საბჭოური გამოცდილების მქონე ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, რომ აბსოლუტური ტყუილები ისე ილაპარაკოს, რომ წარბიც არ შეუტოკდეს. ეს არის მისი ბოლშევიკური წარსული და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ბოლშევიზმის, ნაციზმის და ფაშიზმის ადგილი არავითარი ფორმით არ უნდა იყოს თანამედროვე ევროპაში და ევროკავშირი დაცლილი უნდა იყოს ამ მოვლენებისგან. ნათქვამია, ტყუილს თუ გაიმეორებ ათასჯერ, მაშინ სიმართლედ გადაიქცევაო, ზუსტად ამ მოცემულობაშია ქალბატონი რასა. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი დავალება უმარტივესად შეასრულოს. საერთოდ ჩალის ფასიც კი არ აქვს იმ რეზოლუციას, რომლის დაწერაშიც ის იღებდა მონაწილეობას,“ – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები