გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია ტარდება
“გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები”, – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია ტარდება.
ღონისძიების მიზანი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის ინტეგრირებაა.
სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად, ქართველმა ექიმებმა თანამედროვე მიდგომები სხვადასხვა მიმართულებით განიხილეს.
ექიმ ლევან რატიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მსგავსი კონფერენცია ტარდება.
,,დღევანდელი დღე ეძღვნება გადაუდებელ მედიცინათა ინტენსიურ თერაპიას. ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩამოვიდა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი კრიტიკულ მედიცინაში, ბაროლ ვინსენტინი. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის გამარჯვება, რომ ასეთი დონის კონფერენცია ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ამ კონფერენციამ საფუძველი დაუდო იმას, რომ აიტი ტექნოლოგიები დაიწყება ჩვენ ქვეყანაში”, – აღნიშნა რატიანმა.
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბარონ ჟან-ლუის ვინსენტის თქმით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
,,ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე. კონფერენციაზე საუბარი გვექნება ექიმებთან, როგორ ეხმარება თანამედროვე მიღწევები პაციენტებს. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია – აზრების და გამოცდილებების გაზიარება, ახალი ცოდნის მოტანა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმედ ავადმყოფ პაციენტებს უვლიან. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იქნება ყველა ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროშია”,- განაცხადა ვინსენტინიმ.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.