გურამ მაჭარაშვილი წითლიძის განცხადებაზე: ისინი ეკეკლუცებიან თავიანთ პატრონებს უცხოეთში

„ისინი ეკეკლუცებიან თავიანთ პატრონებს უცხოეთში, ვის მეტი ფული გადმოურიცხონ,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს აუცილებლად არის დადგმული სპექტაკლი, რომ სათავო „ნაცმოძრაობა“ ებრძვის მის ფილიალ შვილობილ „ლელოს“ და გახარიას, რათა ხალხს მაქსიმალურად დააჯერონ, რომ ვითომ გახლეჩა მოხდა „ლელოს“ და გახარიასი „დედა ნაცმოძრაობისგან“. ისინი ეკეკლუცებიან თავიანთ პატრონებს უცხოეთში, ვის მეტი ფული გადმოურიცხონ – ამაზე წავა ახლა ეგრეთ წოდებული დაბეზღებები, ვინ რას აკეთებდა, ვინ უჯერებდა, ვინ არ უჯერებდა თავის პატრონს უცხოეთში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები