საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, გავცვალეთ მოსაზრებები არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთანაც, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი კვერღელიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ბევრ ინიციატივაზე იყო საუბარი.
„ბევრი ახალი ინიციატივა გაჩნდა, რაც მახარებს და სასიამოვნოა. მიხარია, რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო ძალიან ბევრ სეგმენტში – ჯანდაცვის სექტორშიც, დეველოპმენტის სექტორში, იყო ტრანსპორტის სექტორშიც, მომსახურების სფეროშიც“, – აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.