იუსტიციის სამინისტროსთან აქცია „მხოლოდ ცოლებს კლავენ“გაიმართება

 

     დღეს, 18:30 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქცია „მხოლოდ ცოლებს კლავენ“ სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა:
„გვეყოს ცოლების, დების, მეგობრების, დედების ქალების მკვლელობა! მერამდენედ უნდა გაუხვრიტონ ქალს შუბლი, ჩაქოლონ, გააუპატიურონ, დაანაწევრონ რომ პრობლემის სიმძაფრეს ჩავწვდეთ?! რომ მოვთხოვოთ სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება?
გეყოთ ქალებო! ირწმუნეთ და იგრძენით რომ ძლიერები ხართ! დაიცავით სხვები და საკუთარი თავი! ნუ შეუწყობთ ხელს შემდეგ ძალადობას, რომლის ობიექტი შეიძლება თქვენ იყოთ!
გეყოთ კაცებო! გახდით სოლიდარულები და არ მისცეთ საშუალება სხვებს, ქალების ჩაგვრისთვის! თვალს ნუ დახუჭავთ, ნუ გადააბრალებთ სხვებს! ნუ დააკისრებთ მხოლოდ სხვებს პასუხისმგებლობას!
თავი უნდა დავიცვათ კრიმინალებისგან! თავი უნდა დავიცვათ ძალადობის წინაშე უსუსურად ხელჩაქნეული სახელმწიფოსგან! ვაიძულოთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნონ!
გვეყო მკვლელობები!!!“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები