თეა წულუკიანი: მინდა, გიორგი გახარია მკაცრად გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად

“მინდა, გიორგი გახარიას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა”, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„16:00 საათზე, წესით, ბატონი გიორგი გახარია უნდა ჩაგვერთოს, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრება და ჩვენ ის დავაკმაყოფილეთ. ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ძალიან გაგვიჭირდა მისი ჩართვის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილება. არ მინდა, ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს. მინდა, მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, განსაკუთრებით მის გარემოცვას, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს ლიმიტი. მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, კომპეტენტური პირები კი მისცემენ კვალიფიციკაციას და შეაფასებენ. იმედი მაქვს, 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები