“ეუთო-ს საკომიტეტო შეხვედრებზე ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ” – სამხარაძე
“ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ [ეუთო-ს] ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს დაშვებაც კი არ უნდოდათ ასამბლეის სხდომაზე”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„გვექნება საუბარი ოკუპაციაზე და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. ვისაუბრებთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ამ [ეუთო-ს] ასამბლეაში კონკრეტულ წევრებს საქართველოს მიმართ აქვთ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოს დაშვებაც კი არ უნდოდათ ასამბლეის სხდომაზე. ისინი აგრძელებენ ამ მავნებლურ საქმიანობას, მათ შორის ცდილობენ, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერებიც გაიტანონ და როგორც ცნობილია, ეს ძირითადად ჯო უილსონის ავტორობით ხდება”, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საკომიტეტო შეხვედრები იმართება.