“ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისათვის წარსულის შეფასება აუცილებელია, რათა პრევენცია მოხდეს არათუ შეცდომების, არამედ მოღალატეობრივი ნაბიჯების” – ვოლსკი

“საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისთვის წარსულის შეფასება აუცილებელია, რათა პრევენცია მოხდეს არათუ შეცდომების, არამედ მოღალატეობრივი ნაბიჯების, ცალკეული სუბიექტების მხრიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ, დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, კომისიის მუშაობა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი.

“ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს ყველამ, პასუხს ვინც არ სცემს, ორი მიზანი აქვს – ერთი, თავი დააღწიოს შეკითხვებს, რომელსაც საკმაოდ სერიოზული საფუძველი გააჩნია და მეორე, მიზანი არის პოლიტიკური რესურსის მობილიზება მოახდინონ, რომ იქნებ გარედან იყოს ისეთი დახმარება, რომელიც წარმოაჩენს მათ პოლიტიკურ დევნილებად”, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები