გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარიას თხოვნაა, რომ საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად ჩართვა მოხდეს
„მისი თხოვნაა, რომ [დისტანციურად] ჩართვა მოხდეს და ამის საშუალებას მივცემთ, იქნებ აქ მაინც აღარ შეეშინდეს,“ – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გახარიას პრაქტიკულად უჭირს იმ კითხვებზე პასუხების გაცემა რასაც ჰქვია ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება საგუშაგოს დადგმასთან დაკავშირებით. გასაგებია რატომაც გაიქცა უწყების ჩაბარების შემდგომ უცხოეთში, რატომაც არ ჩამოდის, რომ ფიზიკურად მოვიდეს კომისიაზე, მაგრამ რამდენადაც ვიცით, მისი თხოვნაა, რომ [დისტანციურად] ჩართვა მოხდეს და ამის საშუალებას მივცემთ, იქნებ აქ მაინც აღარ შეეშინდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, ქვეყანაში არ ყოფნის მიზეზით, დისტანციურად ჩაერთვება.