რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მხარეებმა ირან-ისრაელის კონფლიქტი და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ორი ლიდერის პირველი ასეთი საუბარი 2022 წლის სექტემბრის შემდეგ.
როგორც პარიზში, მაკრონის ოფისში განაცხადეს, სატელეფონო საუბარი ორ საათს გაგრძელდა და საფრანგეთის ლიდერმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.